ამ გვერდის ამობედვა
საქართველოს 16 წლამდელები უკრაინასთან  დამარცხდნენ

გუშინ  საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში ამხანაგური მატჩი გამართა მასპინძელ თანატოლებთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 78:71 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ პაექრობაში  უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ. 

ბოლო პერიოდის წინ ქართველი ახალგაზრდები  56:51 იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის ეპილოგი უკეთ ჩაატარეს და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწიეს. . 
საქართველოს ნაკრებში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონისთვის ემზადება და მორიგ სპარინგ-მატჩს კვლავ უკრაინასთან დღეს, 31 ივლისს გამართავს. 

განახლდა სამშაბათი, 31 ივლისი 2018 16:05
Share this article
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…