×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 558
დავით კოხრეიძე

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტის მისამართი: http://https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის ,,დილას" ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო ქუთაისის ,,ტორპედოში" გააგრძელებდა კარიერას. შემდეგ ეროვნული ლიგის ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ბედი თბილისის ,,დინამოსაც" დაუკავშირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბრაზილიელი იანვრიდან მოლდოვურ გრანდის ტირასპოლის ,,შერიფის" რიგებს შეუერთდება. ამის თაობაზე ტირასპოლელთა ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყება. ,,შერიფსა" და გორის ,,დილას" ხელმძღვანელობას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ 23 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო იანვრიდან მოლდოვეთის ჩემპიონის რიგებში ითამაშებს... ლეანდრო რიბეირომ მიმდინარე სეზონში ,,დილას" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

21 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნომინაციების მიხედვით საუკეთესოები გამოავლინა

 თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესიაზე დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების, სეოკ-ის წევრი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. 

დელეგატთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მიმოიხილა სეოკ-ის საქმიანობა 2018 წელს, ისაუბრა სპორტული წლის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. 
 
წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 6 ოლიმპიურ სახეობაში სულ მოპოვებულია 18 ოქროს, 9 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს მედალი. შედარებისთვის: თუ წინა ოლიმპიური ციკლის პირველ 2 წელს _ 2013-2014 წლებში მხოლოდ 1 მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა, ახალი ციკლის 2 წელიწადში - 7 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. 
ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. 2018 წელს ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჩვენ უფრო მეტის იმედით და მოლოდინით ვეგებებით ახალ, 2019 წელს“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.


სესიაზე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სეოკ-ის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა; ზამთრის სპორტში გამოარჩიეს პერსპექტიული მოციგურავეების - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი; სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს: წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი“ - ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი; „წლის მწვრთნელი“ - ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა); „ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდამჭერი“ - ტელეკომპანია „იმედი“; „რეგიონალური აქტივობისთვის“ - სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაცია; „ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის“ - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი.“
ბოლოს გაიმართა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულის - 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ამჯერად გამარჯვებული გამოვლინდა კენჭისყრით, რომელშიც სესიის დელეგატები მონაწილეობდნენ.
ნომინანტთა სიაში შეყვანილი იყო სპორტის ოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის ყველაზე წარმატებული 4 სპორტსმენი: ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) - ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული; გურამ თუშიშვილი (ძიუდო, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი; გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი; ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, მძიმე წონა) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს 7 რეკორდის ავტორი.
კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები მიიღო ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა სეოკ-ის რჩეული. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - „ოლიმპიური ალი“ გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. სეოკ-ის გენერალური სპონსორის - „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ტალახაძე 4 000 000 პლუს ქულით დაასაჩუქრა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვის გიორგი ჩხიკვაძემ „საქართველოს ბანკისგან“ ფულადი ჯილდო 10 000 ლარი მიიღო.
დასასრულს, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სესიის დელეგატებს და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვა მხნეობა, ჯანმრთელობა, სპორტული შემართება, წარმატებები საქმიანობაში.

დღეს ქუთაისის სპორტის მუზეუმში იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონის 2018 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ სასკოლო სპორტის რეგიონული წარმომადგენლობა, ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და  რეგიონული სპორტული ფედერაციები.

 

ქუთაისელი მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ 23 წლამდელთა შორის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარა.  

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში  მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და ოვერტაიმში 71:69 დაამარცხა.

პირველი პერიოდი სტუმრების გამარჯვებით 9:11 დასრულდა. მეორე ათწუთეული  თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა შემდეგ ქართველებმა პერიმეტრზე გაილაღეს, ფაცაციას, ბითაძის, მაკფადენისა, ცინცაძის ჩაგდებული სამქულიანებით  საქართველო 26:17 დააწინაურა და პირველი ტაიმიცჩვენი გამარჯვებით დასრულდა 34:30

მესამე პერიოდში  ისრაელის ნაკრების კალათბურთელებმა სროლები გამოასწორე  და გადამწყვეტი პერიოდის  წინ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 49:50. მეოთხე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წამებზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. აქ ბოლო წამებზე შერმადინმა ფარქვეშიდან ზუსტად ისროლა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუპოვა. 

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…