ბორჯღალოსნების ყოფილმა კაპიტანმა, მეორე ხაზელმა, გიორგი ნემსაძემ, კარიერს დასრულებისთანავე სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი, იგი დამხმარე მწვრთნელი გახდა ქუთაისის "აია"-ში, კლუბში, სადაც მისთვის რაგბი პროფესია გახდა, ახლა უკვე თავის გამოცდილებას ახალი თაობის უზიარებს. ინფო ქუთაისმა გადაწყვიტა წარმოგიდგინოთ გიორგი ნემსაძე, ამჟამად მწვრთნელის ამპლუაში მოკლე კომენტარით და ფოტო რეპორტაჟით
გუშინ ქუთაისის სარაგბო კლუბის "აია"-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ანტონ ფეიქრიშვილის ქუთაისურ კლუბში თამაშის შესახებ.