ამ გვერდის ამობედვა
აია საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა

ქუთაისის ,,აია" პლეი ოფის მატჩში მარნეულის ,,არმაზთან" 26:30 დამარცხდა და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.

ქუთაისელებმა შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყეს. „აია არენაზე“ გამართული მატჩის პირველი 35 წუთი მასპინძლებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. რამაც საბოლოოდ, მატჩის ბედიც გადაწვიტა. სტუმრებმა ამ პერიოდში სამი ლელო გაიტანეს, სოლიდური სხვაობით დაწინაურდნენ 27:0

მიუხედავად ასეთი სოლიდური ჩამორჩენისა, ‘აიამ’ ფარ-ხმალი არ დაყარა და თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა. შესვენებამდე დავით კვირიკაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა. შესვენებაზე მწვრთნელებმა ყველა ცვლილება გამოიყენეს. ,,აია" მეორე ტაიმში დიდი შემართებით გამოვიდა და იმდენი მოახერხა, რომ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა 26:27

 44-ე წუთზე ქუთაისელებმა თავისი ნახევრიდან ოფლოუდებით შეუტიეს და სწრაფი იერიში ბაბუნაშვილის ლელოთი დასრულდა, რომელმაც თავადვე გარდასახა. 62-ე წუთზე  ქუთაისელებმა დერეფნიდან შეუტიეს და წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ლელოში შოთა არეშიძემ დაამიწა, ხოლო ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. 72-ე წუთზე  მირიან მოდებაძემ დაამიწა ჩათვლის მოედანში.
ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ჯინჭველაშვილმა იქვე ჯარიმით უპასუხა და მასპინძლებს ლელოზე თამაში აიძულა. ქუთაისელებმა მოინდომეს, მაგრამ ‘არმაზმა’ თავის დაცვა მოახერხა და 30:26 მოგებით ფლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას ქვეყნის ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ შეხვდება.

განახლდა სამშაბათი, 16 აპრილი 2019 14:19
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…