დავით კოხრეიძე

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ქუთაისის ,,ტორპედოში" ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელებს 2 თვის ხელფასები არ აუღიათ. რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი ,,ტორპედოსგან" წარმატებულ თამაშს არ ელოდა, მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისის ,,ლოკომოტივთან" მე–12 ტურის შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯა და 3:1 გაიმარჯვა.

ქუთაისელებმა დებიუტშივე მოიპოვეს უპირატესობა. მე–12 წუთზე ამბროსი ჩაჩუას პასის შემდეგ, შესანიშნავ ფორმაში მყოფმა  ნოდარ ქავთარაძემ ერთი შესხებით გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. ორიოდე წუთში ,,ლოკომოტივის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ პანანკას სტილში გაიტანა. 

კახა ჩხეტიანის გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. 62–ე წუთზე თავი რიჩარდ ლუკამ გამოიჩინა. თბილისელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. 81–ე ქუთაისელებს თემურ შონიამ გაუტანა.

დღის მეორე შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა, აუტსაიდერმა ,,რუსთავმა" 3:1 დაამარცხა ლიდერი ,,საბურთალო". არასრული მე–12 ტურის შემდეგ ,,ტორპედო" 23 ქულით მე–2 ადგილზეა. 

 

ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია. ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ეს დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 578 ქულით ფინალშიც შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მდგომთაგან ოთხივეს - ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას, უნგრელ ვერონიკა მაიორის და კორეელ მინჯუნ კიმის უკვე ჰქონდათ საგზურები (თავად ტურნირი კორეელმა მოიგო 154.0 ქულით).
ქალთა ტურნირში ჩვენი მეორე მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა.

19-21 აპრილს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში. ასპარეზობაში განსაკუთრებით თბილისისა და ქუთაისის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს თავი. ქუთაისელმა მოფარიკავეებმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიოპოვეს. 
ორი ოქროს მედალი მარიამ ზაკირჩენკოს ანგარიშზეა, რომელიც ჯერ რაპირაში გახდა საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ კი დაშნაშიც იზეიმა გამარჯვება. ხმალში ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

საქართველოს ჩემპიონატი
გამარჯვებულები და პრიზიორები
ხმალი (ბიჭები)
1. სანდრო ბაზაძე (ქუთაისი) 
2. გოგა კაკაურიძე (თბილისი)
3. ვაჟა რეჭია (თბილისი)
3.მიხეილ მარდალეიშვილი (ქუთაისი)

ხმალი (გოგონები)
1. ლიკა ჯიჯეიშვილი (თბილისი)
2. ანა აფრასიძე (თბილისი)
3. თამარ ჩარკვიანი (ქუთაისი)

რაპირა (ბიჭები)
1. ლუკა ღაღანიძე (თბილისი)
2. არჩილ უგულავა (თბილისი)
3. ლაშა გალუაშვილი (თბილისი)
3.ირაკლი მიქელაძე (აჭარა)

რაპირა (გოგონები)
1. მარია ზაკირჩენკო (ქუთაისი) 
2. ლიზა ლხინაძე (თბილისი)
3. მარაიმ ტუღუში (თბილისი)
3. ელენე ბორჩხაძე (თბილისი)

დაშნა (ბიჭები)
1. გიორგი ქაფიანიძე (რუსთავი)
2. მიკა მიქელიანი (თბილისი)
3. დავით არველაძე (ქუთაისი) 
3. დავით მაგრაქველიძე (თბილისი)

დაშნა (გოგონები)
1. მარია ზაკირჩენკო (ქუთაისი) 
2. მარიამ ზოიძე (აჭარა)
3. ნათია მაჭავარიანი (თბილისი)
3. ევა აჰამიანი (აჭარა)

დღეს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. 
გახსნის ცერმონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდნენ.
-,,დღეს არის განსაკუთრებული დღე, მე როგორც რიგითი წყალტუბოელი და როგორც მუნიციპალიტეტის მერი ბედნიერი ვარ, რომ ათეული წლების შემდეგ თქვენთან ერთად შევძელით წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონის განახლება, ეს იყო ბევრი წყალტუბოელის, სპორტის ქომაგის, ვეტერანი ფეხბურთელის პირადად ჩემი და თქვენი ინტერესი, მიზანი და დაპირება. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება ბევრი მნიშვნელოვანი, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო დონის შეხვედრა, მატჩი, სპორტული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ასევე წარმატებული, მოტივირებული და ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდას’’ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
- ,,ფეხბურთის განვითარებას წყალტუბოში დიდი ხნის ისტორია აქვს, ჩვენ გვყავს სამაგალითო ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც დღეს ცენტრალური სტადიონი გახსნეს, სწორედ ამან შეგვაძლებინა ის, რომ მომხდარიყო წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. სამომავლოდ ვგეგმავთ, ასევე წყალტუბოში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას ჩავუყაროთ საფუძველი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ქალაქში ფეხბურთის და სპორტის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი’’- აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.
- ,,ამ ულამაზეს ქალაქს ძალიან ლამაზი სტადიონი შეემატა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩვენ განვახორცილეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს არის პირველი ეტაპი, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს გასახდელების და განათებების მოწყობა. დარწმუნებული ვარ 26 მაისის სახელობის წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი იქნება ერთ- ერთი ულამაზესი სტადიონი ჩვენს ქვეყანაში’’ - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.
სტადიონის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშა საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალის’’ დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ აღმართეს. დღესვე განახლებულ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა ,,სამგურალმა " ქედას ,,ბეთლემს" უმასპინძლა. შეხვედრა წყალტუბოელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა. გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონი ცენტრალური სტადიონის გახსნის ორგანიზება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო. მაყურებელთა განსაკუთრებული ტაში და ოვაციები მოჰყვა ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,იალონის’’ მიერ შესრულებულ სპორტულ ცეკვას.

19 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული ტურნირი დაიხურა. სპორტის 8 სახეობაში მარჯვებული გუნდები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ დააჯილდოეს.

გამარჯვებული სასკოლო გუნდები ზონალურ, მოგვიანებით კი რესპუბლიკურ შეჯიბრებებში იასპარეზებენ.

ტურნირი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურის

გამარჯვებულები და პრიზიორები

 

გეზმრბენი

 გოგონები

1. ვანის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა

2.ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა

2.საჩხერის მუნ-ის სოფ. ჭორვილის საჯარო სკოლა

ვაჟები

1. გიორგი  კვინიტაძის სახ. კადეტთა ლიცეუმი

2. ვანის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა

3. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა

 

კალათბურთი 

ვაჟები

1.მერაბ ჭოხონელიძის სახელობის სკოლა

2. ხონის მე–2 საჯარო სკოლა

3. ტყიბულის მე–3 საჯარო სკოლა

გოგონები

1. 41–ე საჯარო სკოლა

2. ხონის მე–2 საჯარო სკოლა

3. ჭიათურის სკოლა

ფეხბურთი

ვაჟები 

1. ხონის რაიონის ნახახულვის საჯარო სკოლა

2.ქუთაისის 30 საჯარო სკოლა

 

 ბადმინტონი

 გოგონები

1. ქუთაისის  N21 საჯარო სკოლა

2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა

3.  ბაღდათის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა

ვაჟები

1.  ქუთაისის N21 საჯარო სკოლა

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა

3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა

 მაგიდის ჩოგბურთი

 გოგონები

1. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა

2. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის 1-ლი საჯარო სკოლა

3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის  

ვაჟები

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა

3.  სამტრედიის მინიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა

 ხელბურთი

 გოგონები

1. ქუთაისის N12 საჯარო სკოლა

2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა

3. ზესტაფონის მუნიც-ის N3 საჯარო სკოლა

 ვაჟები

1.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა

2. ქუთაისის  N21 საჯარო სკოლა

3. ზესტაფონის მუნიც-ის N3 საჯარო სკოლა

 ფრენბურთი

 გოგონები

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის N11 საჯარო სკოლა

2. ქუთაისის  N22 საჯარო სკოლა

3. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა

ვაჟები

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის საჯარო სკოლა

2. ქუთაისის  N22  საჯარო სკოლა

3. საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფ. ჯალურთის საჯარო სკოლა

 

შემეცნებითი

1. სოფელ ჩხარის საჯარო სკოლა (თერჯოლა)

მხიარული სტარტები

1.ქუთაისის მე–40 საჯარო სკოლა

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…