ამ გვერდის ამობედვა
სამ წელიწადში დაბრუნებული დიდება

კახა ჩხეტიანის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე ტიტული მოიპოვეს, ისტორიაში კი მეათე. სამ წელში ხუთი ტიტული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთათურებმა კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ სეზონი ტიტულის გარეშე არ დაუსრულებიათ.

"ტორპედოს" რომ დიდი ისტორია აქვს არავინ დაობს, თუმცა კლუბის დიდება რამდენიმე წლით შეჩერებული იყო. ქუთაისური კლუბი წლების მანძილზე საპრიზო ადგილებს ვერ იკავებდა და ჩემპიონატის შუაში იმყოფებოდა. იყო მომენტები, როდესაც დიდი გამართლების წყალობით კლუბმა ადგილი შეინარჩუნა უმაღლეს ლიგაში. 2016 წელს ლევან კობიაშვილის ინიციატივით, ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა და გარდამავალი ჩემპიონატი ჩატარდა. ქუთაისის "ტორპედო" იმ დროისთვის ისევ ქალაქის ბიუჯეტზე იყო. გუნდს გამოცდილი სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა ,მაგრამ გუნდი შედეგს ვერ უჩვენებდა და თანდათან გასავარდნ ზონას უახლოვდებოდა. ლოგიკურია, გულშემატკივრები ეს ფაქტი აღშფოტებდათ, თან ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც კლუბის ყიდვის მსურველი გამოჩნდა... მაგრამ... მაგრამ, პროცესი საკმაოდ იწელებოდა. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ კლუბი ჩაიბარა ქუთაისისთვის საკმაოდ ნაცნობმა კახა ჩხეტიანმა, რომელიც "ტორპედოს" ღირსებას ქუთაისური კლუბის ოქროს ხანაში იცავდა. უნდა ითქვას, რომ ჩხეტიანმა სასწაული გააკეთა, თითქმის არაფრისგან საკმაოდ ძლიერი გუნდი შექმნა და არამარტო გასავარდნ ზონას ასცდა, არამედ კლუბი უკვე ბრინჯაოს მედლებზე აცხადებდა პრეტენზიას. თასზე კი საერთოდ, ფურორი მოახდინა. მისი მისვლიდან პირველივე წელს, ქუთაისური კლუბი ისტორიაში მესამედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის თასს. ევრო ტურნირებიც მოახლოვდა, გასხვისების საკითხი კი ისევ ჭიანურდებოდა... ინვესტორი რეალურად არსებობდა, თუმცა კლუბის ფინანსურად დახმარებას ვერ ახერხებდა... და ჩხეტიანიც რა თქმა უნდა, ჯადოქარი არ იყო.. ევროტურნირები პირველივე ეტაპზე დატოვა კლუბმა... ქუთაისელები ჩემპიონატს დაუბრუდნენ და სიახლეებიც დაიწყო... "ტორპედო" გაიყიდა, კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გახდა, რომელმაც კლუბში სერიოზული ფინანსები მოსვლის თანავე ჩადო... ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მთავარ მწვრთნელს სრული თავისუფლება მისცეს. შედეგმა არ დააყოვნა იმავე წელს რიონისპირელები ისტორიაში მეოთხედ ჩემპიონები გახდნენ, ზუსტად 16 წლიანი პაუზის შემდეგ...თანაც კლუბმა მისი უშუალო მეტოქე, როგორც სატურნირო ცხრილით ასევე ისტორიითა და პრინციპებით, "დინამო" თბილისი დაამარცხეს. თბილისური კლუბი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონატში სეზონის ბოლო მატჩში დაამარცხეს. ჩემპიონს დიდი გამოცდა ელოდა წინ... ფინანსებიც გაიზარდა და შესაძლებლობებმაც მოიმატა. ჩხეტიანმა გუნდი გადაახალისა და "ფრთები" უფრო მეტად გაშალა. გუნდში რამდენიმე ლეგიონერი მოვიდა, შეთამაშება დიდად ვერ მოესწრო თუმცა საკუთარ კედლებში პირველი მატჩი დამაჯერებლად მოიგო კახას შეგირდებმა, თუმცა, გაცილებით გამოცდილმა და მაღალბიუჯეტიანმა გუნდმა აჯობა "ტორპედოს" და კლუბიც ევროპა ლიგაზე გადმოერთო.  დრო საკმარისი აღმოჩნდა შეთამაშებისთვის და ისტორია ისევ დაიწერა, არსებობის მანძილზე ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ფლეი ოფში... თუმცა აქაც გამოცდილების ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა და ჯგუფში მოხვედრის ოცნება დროებით ჩაიფუშა. გუნდში ლეგიონერები ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, კონკურენცია გაიზარდა და ჩემპიონატში დაბრუნებულმა "ტორპედოს" 22 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. დავით ყიფიანის თასის ფინალში ისევ გავიდა და ტიტული დაიბრუნა, ჩემპიონატში კი მესამე ადგილი დაიკავა. რამდენიმე დღის წინ კი ზედიზედ მეორედ სუპერ თასის მფლობელი გახდა. წელსაც წარსდგება "ტორპედო", ოღონდ ამჯერად ევროპა ლიგაზე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ალბათ არავინ უყურებდა ეჭვის თვალით ქუთათურებს ევრო ასპარეზზე...

განახლდა სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 18:34
Share this article
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…