ამ გვერდის ამობედვა
,,ტორპედოს" წაუგებელი სერია ,,კარპატთან" შეწყდა

ქუთაისის ,,ტორპედოს"  30 აგვისტოს შემდეგ 27 (ოფიციალურ და ამხანაგურ) შეხვედრაში არ ჰქონდა წაგება, მაგრამ, კახა ჩხეტიანის გუნდმა  ეს შთამბეჭდავი სერია, დღეს, ლვოვის ,,კარპატთან" მარცხით დაასრულა. თურქულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისური გუნდი დღეს კოკისპირული წვიმის ფონზე უკრაინის პრემიერ ლიგის მე–10 ადგილოსან ,,კარპატს" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მატჩის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა, მაგრამ შეხვედრა მაინც შედგა. როგორც სჩანს, წყლის გუბეებით სავსე მოედანს ალღო უკრაინელებმა უფრო აუღეს. ,,კარპარმა" საქართველოს ერთ–ერთ საუკეთესო გუნდთან დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ქუთაისელთა კარში გოლები მარიან შვედმა (2) და ალექსეი გუცულიაკმა გაიტანეს.

 

,,ტორპედომ" ,,კარპატთან" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ქვილითაია, აზაცკი, კობახიძე, ხურცილავა, სტიეპოვიჩი, ცინცაძე, გიგაური, ქიმაძე, დოლიძე, კაპანაძე, ზივზივაძე

სათადარიგოები: მიქაია, გეგეჭკორი, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე, ბოჭორიშვილი, ნებიერიძე, ჩაჩუა, ლუკა, შარვაშიძე, წიქარიძე, ქავთარაძე

განახლდა ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 22:04
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…