ამ გვერდის ამობედვა
ქუთაისის ცენტრალურ  სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს წლეულს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  500 000 ლარზე მეტი გამოიყოფა.

ქუთაისის ცენტრალური სტადიონის განახლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქუთაისის მერიის ერთობლივი პროექტით განხორციელდება. სფფ მინდვრის საფარის გამოცვლად უზრუნველჰყოფს, დანარჩენ სამუშაოებს კი ქუთაისის მერია დააფინანსებს. 

მოედნის მოწყობის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის სტადიონების განყოფილების უფროსმა და უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ გაავრცელა. გაზეთ ,,ლელოსთან" საუბარში კვარაცხელია განსახორციელებელ გეგმაზე ვრცლად საუბრობს:

,,სტადიონის სახურავზე უნდა გადაიტანონ პრესლოჟა, საკომენტატოროები, საპრესკონფერენციო, ტელესტუდია, მედიის სამუშაო ოთახი, მედიაბუფეტი. საერთოდ, ჟურნალისტებისთვის ცალკე შესასვლელი იქნება.

გამოთავისუფლებულ ადგილებში კი პრესლოჟა დაემატება VIP-ლოჟას და საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოვა, სტადიონის ერთი ფლიგელი შუაზე გადაიტიხრება და ერთ სართულზე ფანების ოთახი იქნება, მეორეზე “ტორპედოს” მუზეუმი, მოპირდაპირე ფლიგელი კი VIP-ის მოსასვენებელ დარბაზად გადაკეთდება და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ამჟამინდელ საკომენტატოროებს, ქალაქის მერ გიორგი ჭიღვარიასა და სტადიონის დირექტორ თამაზ კიკვაძეს შევთავაზე, იქ შუშებში ჩასმული ეგრეთ წოდებული სქაი ბოქსები გააკეთონ, რომელსაც გააქირავებენ და სტადიონს შემოსავალს მოუტანს.

თამამად შემიძლია ვთქვა, თუ ტენდერი სწრაფად ჩატარდა, ამ სამუშაოების წელსვე ჩატარება სავსებით შესაძლებელია და ქუთაისს უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი ექნება, სადაც “ტორპედო” არათუ პლეი ოფებს, არამედ ჩემპიონთა ლიგის თამაშებსაც ჩაატარებს."

ქუთაისის სტადიონის რეაბილიტაციის გამო ,,ტორპედო"  სახლის მატჩებს სავარაუდოდ წყალტუბოში ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საფეხბურთო არენა ახლახანს სფფ–სა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით განახლდა. 

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…