ამ გვერდის ამობედვა
კორიდორი ჩემპიონებს და ფრე საბურთალოსთან

ქუთაისის ,,ტორპედომ" ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში ,,საბურთალოს" უმასპინძლა და ქვეყნის ახალ ჩემპიონთან ფრე 0:0 ითამაშა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა ერთმანეთს ლამაზი ჟესტით მიულოცეს რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ტიტულები.

 

მეტოქისადმი პატივისცემის ნიშნად, "ტორპედომ" ქვეყნის ჩემპიონ "საბურთალოს" საჩემპიონო კორიდორი მოუწყო. თავის მხრივ, საჩემპიონო კორიდორი სტუმრებმაც მოაწყეს და "ტორპედოს" საქართველოს თასის მოგება მიულოცეს. ქუთაისში ძალიან ძლიერი ქარი იყო, რამაც თამაშის ხარიხსს თავისი დაღი დაასვა. გუნდები შესუსტებული შემადგენლობით შეხვდენ ერთმანეთს. ,,ტორპედოს" რიგებში არ იყო კაპანაძე, ცინცაძე, ხურცილავა,დოლიძე. საბურთალოს ვაგნერ გონსალვეში ვერ ეხმარებოდა. შეხვედრა ქუთაისელების უპირატესობით დაიწყო. მე-3 წუთზე ქიმაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ერთი-ერთზე გასულს ლაზარე კუპატაძემ აჯობა. საპასუხოდ დვალიშვილი ცდილობდა დარტყმას, მაგრამ დაუფარეს და ბურთი კარს აცდა. მომდევნო წუთებში საბურთალო გაცილებით აქტიური იყო, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. 38 -ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა ,,ტორპედომ" ქიმაძის გადაცემის შემდეგ ლაჩნი ახლო მანძილიდან ურტყამდა მაგრამ კუპატაძემ იხსნა საკუთარი გუნდი, გამოვარდნილი ბურთი კვლავ ლაჩნის მიუვიდა და ხელეორედ სცადა კუპატაძის დამწუხრება, მაგრამ საბურთალოს კიპერმა კვლავ იყოჩაღა. მის მიერ მეორედ მოგერიებულ ბურთს ქიმაძე ამატებდა, მაგრამ ბურთი მცველებმა გამოიტანეს კარის ხაზიდან. მეორე ტაიმის დასაწყისში ტორპედომ შეტევები გაამწვავა, ქუთაისელები ბევრ დროს ატარებდნენ მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ საბოლოო დარტყმას ვერ აკეთებდნენ. 76-ე წუთზე გიორგი ქიმაძის ნაცვლად თამაშში სურინამელი ლეგიონერი გლეოფილო ჰასელბაინკი ჩაერთო თამაშსი, რომლისთვისაც ეს შეხვედრა სადებიუტო იყო. 83-ე წუთზე ჰასელბაინკმა სახიფათო საჯარიმო დარტყა განახორციელა, მაგრამ ბურთი მცირედით ააცილა კარს. 90 წუთზე კუტალიას ჩაწოდების შემდეგ ლაჩნის შეეძლო თავით გაეტანა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და ,,ტორპედომ" გოლის გატანის ბოლო შანსი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…