ამ გვერდის ამობედვა
კუკესის ფეხბურთელებს ვიზები არ მისცეს, ალბანელები ბრალს ,,ტორპედოს" სდებენ

ეროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ,,ტორპედოს" მეტოქეს სავიზო პრობლემები შეექმნა. ალბანური კლუბის წარმომადგენლები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 

სტამბოლში საქართველოს საკონსულომ ალბანური "კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცა.

უვიზოდ ,,კუკესის" შემდეგი ფეხბურთელები: რეჯინალდო, ფატჯონ მალოკუ, ედის მალიქი და ვალონ ეტემი დარჩნენ.

ალბანური კლუბის ინფორმაციით ქართული გუნდი მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დღეს განუცხადა, რომ სავიზო პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

ალბანური კლუბი საქართველოს ჩემპიონს ფეირ-პლეის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

"ტორპედო" "კუკეშს" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის მატჩში 9 აგვისტოს თბილისში ,,მიხეილ მესხზე' გაიმართება.

განახლდა ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 09:29
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…