ამ გვერდის ამობედვა
ლიდერების ფრეები და შევარდენის გაელვება

2 აგვისტოს, თითქმის ერთ თვიანი შესვენების შემდეგ , ეროვნული ლიგა 2–ი განახლდა.   გუშინ მე–19 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერებმა ბათუმის ,,დინამომ“ და ,,ვიტ ჯორჯიამ“ , შესაბამისად ,,თელავთან“ და ,,ცხინვალთან“ ,თავაინთი შეხვედრები ფრედ დაასრულეს. თბილისის ,,შევარდენმა“ კი წყალტუბოს ,,სამგურალი“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მარტვილში ადგილობრივი ,,მერანი“ ,,გაგრას“ დაუპირისპირდება, გათამაშების აუტსაიდერი ქობულეთის ,,შუქურა“ კი ,,ნორჩ დინამოს“ დაუხვდება.

ლიდერი თელავს დაუზავდა

ცენტრალურ მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“  „გივი ჩოხელზე“ უმასპინძლა. შეხვედრა  ფრედ 0:0.დასრულდა.  

ბათუმელებს მატჩის დებიუტში შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ  ნიკა საბანაძეს ორიოდე მეტრიდან დარტყმული ბურთი მეკარე სანიკიძემ  მოიგერია. მასპინძლებიდან გოლის გატანის შანსები ჯაბა დვალსა და გიორგი ხარებაშვილს ჰქონდათ, მაგრამ სიზუსტე დააკლდათ.

ბათუმის ,,დინამოს“ 35 ქულა აქვს და  კვლავ გათამაშების ლიდერია. ,,თელავი“ 28  ქულით მე–5 პოზიციაზე იმყოფება.

„თელავი“ 0:0 „დინამო“ (ბთ)

 

საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. მე-19 ტური
2 აგვისტო. თელავი. 17:30 საათი. „გივი ჩოხელი“

„თელავი“ 0:0 „დინამო“ (ბთ)

„თელავი“: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი, 15 აფაქიძე, 5 ბერიაშვილი, 4 მარაქველიძე, 14 ჯიქია, 28 მარსელო, 10 ნ. ბაშელეიშვილი, 20 გოგოლიძე (77 რუხაძე’72), 33 ხარებაშვილი, 11 დვალი

სათადარიგონი: 1 ბახუტაშვილი; 2 მაისურაძე, 8 კუკუჯანაშვილი, 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი

„დინამო“ (ბთ): 12 ალავიძე, 7 ქავთარაძე, 4 ადამაძე, 24 გაგოშიძე, 44 ჩალაძე, 8 ვარშანიძე (10 თევდორაძე’90+1), 17 მამუჩაშვილი, 14 შარიქაძე, 80 გაბრიელი (23 ილურიძე’60), 96 ფლამარიონი (22 ჯანელიძე’82), 99 საბანაძე

სათადარიგონი: 55 გოშაძე; 2 ფარტენაძე, 5 განუგრავა, 6 გოგიტიძე

გაფრთხილება: აფაქიძე (15), ვარშანიძე (87)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

 

,,ვიტ ჯორჯიამ“ ცხინვალთან წაიფორხილა

მცხეთა პარკზე, მეორე ადგილზე მყოფმა ,, ვიტ ჯორჯიამ“. ,,ცხინვალს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

თამაში ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ცხინვალელები მათ სახიფათო კოტრშეტევებით პასუხობდნენ. პირველი ტაიმისათვის მსაჯის მიერ  კომპენსირებულ დროში სტუმრებმა  ანგარიშის გახსნა მოახერხეს, გოლი ზვიად ლობჯანიძემ გაიტანა - 0:1.
63-ე წუთზე ჯონი შეროზიამ ვიტ ჯორჯიელები კიდევ ერთი გაშვებული გოლისგან იხსნა, მან ერთი-ერთზე დარჩენილი ზვიად მეტრეველის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. შეხვედრის 80-ე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, გიორგი ვასაძის მიერ ცხინვალელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში ირაკლი ზარიძემ გადაგზავნა - 1:1. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელებს თამაშის მოგების შესაძლებლობაც მიეცათ. პაატა ღუდუშაურის წაქცევისთის მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის შესრულება საკუთარ თავზე ნოდარ კიკნაველიძემ აიღო, მის მიერ დარტყმული ბურთი ცხინვალელთა კიპერმა მოიგერია.

,,ვიტ ჯორჯია“ 32 ქულით მეორე ადგილზეა. ცხინვალს კი 25 ქულა აქვს და მე–6 პოზიცია უკავია.

ვიტ ჯორჯია 1:1 ცხინვალი
გოლები0:1 ლობჯანიძე (45+5') 1:1 ზარიძე (80')
გამოუყენებელი პენალტი: კიკნაველიძე (მეკარე)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური, ვეკუა (მაისურაძე 54'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი (ზარიძე 46'), საჯაია, დავლაშელიძე (კაკუშაძე 62')

ცხინვალილეგაშვილი, ყურშავიშვილი, ცერცვაძე, მეტრეველი, შალამბერიძე (ლაცაბიძე 54'), მესხი (ბარაბაძე 58'), ქრისტესიაშვილი, ნემსაძე (კოკაია 79'), კაჭკაჭიშვილი, ლობჯანიძე, ღიბრაძე

გაფრთხილებავასაძე, ჩაკვეტაძე - მესხი, ლეგაშვილი

 

,,შევარდენმა“ ,,სამგურალთან“ იფრინა

 

 

"ვით-ჯორჯიას" პრესსამსახური
ფოტო: "სამგურალის" პრესსამსახური

 

,,6 ქულიანი“ შეხვედრა გაიმართა თბილისში ,,დავით პეტრიაშვილზე“, სადაც  ერთმანეთს ცხრილის ქვედა საფეხურებზე მყოფი გუნდები ,,შევარდენი“ და წყალტუბოს ,,სამგურალი“ დაუპირისპირდნენ. ,,იუნკერებმა“ პირველ  ტურში  განცდილი მარცხისთვის წყალტუბოელებთან რევანში აიღეს. მათჩი მათი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.  თბილისელები 16–ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილის გოლით დაიწნაურდნენ, რომელმაც პაიმის გადაცემა გამოიყენა. გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალი“ უპირატესობას დაეუფლა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, გოლის გატანა შეეძლოთ ბაქარ ლაღაძეს, მამუკა ღონღაძეს და გაბრიელ საღრიშვილს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ,,შევარდენის“ მეკარე გიორგი ნადირაძე, რომელმაც რამდენჯერმე ურთულესი დარტყმა მოიგერია. წყალტუბოელებმა მეორე ტაიმიც შეტევებში გაატარეს, მეტოქის კართან 9 კუთხური ჩააწოდეს და ბურთის ფლობაშიც დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს.. მეტოქემ კი თამაში კონტრშეტევებზე ააგო და ,,სამგურალის“ ნახევარდაცვაში და უკანა ზაზში დარჩენილი  სივრცეები კარგად გამოიყენა. დაუწერელი საფეხბურთო კანონიც ,,ვერ გაიტან, გაგიტანენ“ ამოქმედდა  65–ე წუთზე ჩიკვაიძის დარტყმა ჭეიშვილს  მოხვდა და რიკოშეტით ანდრე ნონოსის კარში აღმოჩნდა–2:0. წყალტუბოელები ვა–ბანკზე წავიდნენ, მთელი ძალებით შეუტიეს, ზურგი კი მოშიშვლებული დარჩათ. 75–ე წუთზე მეგრელაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯიშკარიანმა ვერ გამოიყენა, მაგრამ 79–ე წუთზე მეგრელაძემ თავად შეძლო გატანა და შევარდენს დიდი ანგარიშით გაამარჯვებინა–3:0

,,შევარდენს“ ამ მოგების შემდეგ 24 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მე–7 ადგილზეა. ,,სამგურალს“ 18 ქულა აქვს და მე–9 ადგილზე იმყოფება.

 

 

შევარდენი–სამგურალი 3:0

ეროვნული ლიგა 2 მე–19 ტური
02.08.2018. თბილისი. ,,დავით პეტრიაშვილი“

1:0 გოგატიშვილი (16.), 2:0 ჩიკვაიძე (65), 3:0მეგრელაძე (79)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიშკარიანი (75)

 

შევარდენი: ნადირაძე, სატურნინიო, ოდიკაძე, ლომაშვილი, პატარკაციშვილი, ნემსაძე (62.ჯიქია), პაიმი (58.მეგრელაძე), ჩიკვაიძე, ჯიშკარიანი, გოგინაშვილი (55.ნანობაშვილი), გოგატიშვილი
სათადარიგოები: სომხიშვილი, ხარძიანი
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ჭეიშვილი, შალამბერიძე (70.შალამბერიძე) , გოგიჩაიშვილი, გოგუაძე (46.ბრეგვაძე), საღრიშვილი, ლაღაძე, ღონღაძე (52ჩიხლაძე)
სათადარიგოები: ნუცუბიძე, ბანძელაძე, ლიპარტელიანი, კილაძე
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

გაფრთხილება: პატარკაციშვილი (43), ნერგაძე (74), ნანობაშვილი (82)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

 

განახლდა პარასკევი, 03 აგვისტო 2018 17:50
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…