ამ გვერდის ამობედვა
ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი დასახელდა

თბილისის დინამოს კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.

კიტეიშვილი დინამოს ღირსებას 2014-2018 წლებში იცავდა, თბილისური გუნდის მაისურით ჩაატარა 126 მატჩი, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. დინამოელთა კაპიტანი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდში - შტურმ გრაცში გააგრძელებს.

განახლდა სამშაბათი, 31 ივლისი 2018 12:29
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…