დღეს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ინიციატივით საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი ნონას თასი ქუთაისში ჩამოიტანეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასის გამოფენასთან ერთად, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.

2 აგვისტოს ქუთაისში “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. საჯარო განხილვას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის სამკითხველო დარბაზში დარგის სპეციალისტებთან ერთად ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები  დაესწრნენ.ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა.

წარმატებული გერმანული ვოიაჟის შემდეგ მსოფლიოს 35-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიაში,  კიცბიუელის ტურნირზე (ATP 250)  გამოვიდა, სადაც პირველივე  წრეში 23 წლის სერბ ლასლო დეირეს დაუპირისპირდა.

 27-29 ივლისს ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და მე-11 სპორსკოლის ორგანიზებით ჩატარდა საჩოგბურთო ტურნირი  მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის. ასპარეზობაში 30-მდე მოყვარული და პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო ჩართული. შეჯიბრება გაიმართა წრიული და ოლიმპიური სისტემით. ტურნირის პირველ დღეს მოყვარულებს შორის ინდივიდუალური ასპარეზობა შედგა, მეორე დღეს კი წყვილებს შორის გაირკვა უძლიერესების ვინაობა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ATP ტურნირი. გერმანიის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.

ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს, ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს  მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან.  ATP-ის ტურნირის მოგების მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა. 

გვერდი 3 სულ 4

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…