ამ გვერდის ამობედვა
ქუთაისი კოპენჰაგენთან დამარცხდა და ჩელენჯ 2–ში დარჩა

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში გამართულ  ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ,,ჩელენჯ"-2 –ის გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდა.

ავთანდილ თევდორაძის გუნდმა  ქვეჯგუფის სამივე შეხვედრა მოიგო და ფინალურ დაპირისპირებას ლიდერის რანგში შეხვდა, მაგრამ ფინალში ქუთაისური გუნდი დანიის ჩემპიონ ,,კოპენჰაგენთან“ 0:10 დამარცხდა და  რანგით მაღალ ,,ჩელენჯ“–1–ში დაწინაურება ვერ მოახერხა.

ქუთაისურმა გუნდმა ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო. პირველ ტურში ქუთაისელებმა  ფინური ,,პორვო" გაანადგურეს 16:0.

მეორე შეხვედრაში ,,ქუთაისმა“ დანიურ ,,კოპენჰაგენთან“ (რომელიც საბოლოოდ ჩელენგ–2–ის ჩემპიონი გახდა)  8:6 გაიმარჯვა.  

 მესამე შეხვედრაში , ,,ქუთაისი“ ბელგრადის ,,ბასკს“ დაუპირისპირდა და სერბული კლუბი 12:2 გაანადგურა.

ამდენად, ავთანდილ თევდორაძის გუნდმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.  დებულების მიხედვით ჯგუფში 1–2 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. მეორეადგილზე დანიური ,,კოპენჰაგენი“ გავიდა. ქუთაისელები ფინალში სწორედ კოპენჰაგენელებს შეხვდნენ.  ჯგუფური ეტაპის მატჩისგან განსხვავებით ფინალი დანიელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 10:0 დასრულდა. ასე რომ, რანგით მაღალ  – ,,ჩელენჯ“–1– ლიგაში ,,ქუთაისის“ ნაცვლად ,,კოპენჰაგენი“ დაწინაურდა.

15 გოლით გუნდის ბომბარდირი უკრაინელი ლეგიონელი ილონა რეჰინა გახდა. 11 ბურთი გაიტანა ,,ქუთაისის“ კიდევ ერთმა უკრაინელმა ჰოკეისტმა პოლინა ვოლოხოვამ.

 

 

განახლდა კვირა, 24 თებერვალი 2019 18:25
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…