ამ გვერდის ამობედვა

სხვა სახეობები

ნაკრებს მიღმა დარჩენილმა კანთელაძემ ლიტვაში ოქროს მედალი მოიპოვა

17–19 აგვისტოს ლიტვის ქალაქ ტრაკაიში ჩატარდა ლიტვის  ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის  6 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია, ბელორუსი, ფინეთი, პოლონეთი და საქართველო. ჩემპიონატში  წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა სპორტსმენმა გიორგი კანთელაძემ, რომელმაც მსუბუქ წონაში ლიტველ მეწყვილესთან ერთობლივი ეკიპაჟით, ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კანთელაძე საქართველოს ასაკობრივ, ახალგაზრდულ და დიდ ნაკრებებში წლების განმავლობაში ასპარეზობდა, თუმცა ამჟამად შედეგების მიუხედავად, ნაკრებს მიღმაა დარჩენილი. გიორგის  ამის მიზეზად საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან ვახტანგ ალანიათან უთანხმოებას  ასახელებს. ლიტვაში მიღწეული წარმატებების გარდა ის აღნიშნულ პრობლემებზეც გვესაუბრა.

ნიჩბოსნობაში 2012 წლიდან ვვარჯიშობ, ვარ არაერთგზის საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონატების პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. მინდა აღვნიშნო, რომ ლიტვური მხარე გვერდით დაგვიდგა, ადგილობრივი ფედერაცია  დაგვეხმარა სასტუმროთი, ნავით და სხვა ინვენტარით, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვქონდა. გავემგზავრეთ. საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაცია მიკერძოებულია და ,,გვბლოკავს“, ამიტომ  საკუთარი ხარჯებით გვიწევს ტურნირებზე გამგზავრება.

– ფედერაციასთან დაპირისპირების მიზეზი რა არის?

– ნაკრების პირველი ნომრები ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოგვიშვეს გუნდიდან და ისეთი ნიჩბოსნები დაიტოვეს ნაკრებში, რომლებიც ჩვენთან დიდი სხვაობით აგებდნენ. სასაცილოდ გაიხადეს საქმე.  ახლა სასამართლოში გვაქვს დავა.   რაც შეეხება ბოლო წლების ერთადერთ შედეგს  აკადემიურ ნიჩბოსნობაში, ეს იყო ჩემს მირ ჩამოტანილი ბრინჯაოს მედალი მოსკოვში საერთაშორისო შეჯიბრიდან , რაც დიდწილად, ჩემი მწრთვნელის ნიკოლოზ მიქაუტაძის დამსახურებაა.

ლიტვაში როცა მედალი ავიღე ჩემთან მსოფლიოს ფედერაციის წარმომადგენელი და ბელორუსიის ფედერაციის პრეზიდენტი მოვიდნენ და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა შემომთავაზეს, რომელიც 1 სექტემბერს ბელორუსში იწყება. ყველა ხარჯს ლიტვის ფედერაცია იღებდა საკუთარ თავზე, რომ გაიგო, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით შეკრებაზე ნავსაც მიტოვებდნენ და მგზავრობაზეც იყვნენ პასუხისმგებელი. ევროპის ფედერაციიდან მიწერეს ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის უფლება მოეცათ ევროპის ჩემპიონატზე გამოვსულიყავი, მაგრამ საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ,,დამბლოკა“  და განაცხადა, რომ სპორტსმენად არ მაღიერაბდა.

– ალბათ, სამომავლო გეგმები ნაკრებში დაბრუნებას უკავშირდება.

– რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ნაკრებში დაბრუნებაა და საქართველოს სახელით წარმატებების მიღწევაა. როგორც აღვნიშნე, საქმე სასამართლოშია და ალბათ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. რადგანაც, ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ყველაფერი უსამართლოდ, არასწორად და დიდი დარღვევებით აქვს გაკეთებული. ორი წელიწადია შეკრებებზე თავისი სპორტსმენები დაჰყავს, რომლებსაც 0 აქვთ შედეგი, მე კი ორი წლის განმავლობაში 2 მედალი მოვიპოვე და ნაკრებში გამოსვლის საშუალება არ მეძლევა.

მარტო თქვენ ხართ ასეთ მდგომარეობაში?

–ყველა ქალაქის ნაკრები რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზეა: თბილისი, ქუთაისი ფოთი და მცხეთა. ყველა ანალოგიურ მდგომარეობაში ვართ.თავისი კლუბი ჩამოაყალიბა და იქ ვინც ვარჯიშობს, მხოლოდ იმათთვის არი სღია ნაკრების კარი. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომით სპორტსმენების კარიერა ინგრევა და სპორტის ეს სახეობა ზარალდება. ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა მალე შეიცვლება.

წაკითხვა 2020 ჯერ განახლდა პარასკევი, 24 აგვისტო 2018 09:23
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…