დავით კოხრეიძე

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტის მისამართი: http://https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 00:00

,,რიჟა" კი არა, ოქრო!

ავთანდილ ჩოგოვაძე – 70

თანამედროვე სპორტში თითქმის წარმოუდგენელია, რომ სპორტსმენმა კარიერა 25 წლის ასაკში დაიწყოს და პროფესიონალურ დონეზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. არადა, წლების წინ,როცა  ქალაქ ქუთაისში რაგბი ფეხს იდგამდა, ასეთი რამ  ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქუთაისური რაგბის ფუძემდებლები გოგი ყუფარაძე და შაკო ქურციკიძე სპორტსმენებს კარდაკარ ეძებდნენ და რაგბის კლუბს აყალიბებდნენ. მათ მიერ ჩაყრილ საფუძველზე კი მოგვიანებით ისეთი გუნდი ,,აღმოცენდა“, რომელიც  წლების მანძილზე საბჭოთა კავშირში უმაღლეს პოზიციებს არ თმობდა...

სწორედ ასე,შემთხვევით,  25 წლის ასაკში დაიწყო რაგბის თამაში ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა ავთანდილ ჩოგოვაძემ, რომელიც მალევე ქუთაისური გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა და ,,აიას“ (იმდროინდელი ,,სალხმშენი“) წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. გუნდთან ერთან მან ჯერ სსრკს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, შემდეგ  კი სსრკ–ს ვერცხლის მედალოსანი გახდა.  ბატონ ავთანდილს 5 სექტემბერს 70 წელი უსრულდება, ვულოცავთ მას 70 წლის იუბილეს , ქვემოთ კი გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 00:00

სპორტი და ფსიქოლოგია

დღევანდელ სტრესულ გარემოში, ფსიქოლოგიის როლი ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, ამ მხრივ გამონაკლისი სპორტიც არ არის. ხშირ შემთხვევაში, სპორტსმენების წარმატების საიდუმლო ,  კარგ ფიზიკურ, ტაქტიკურ თუ ტექნიკურ მომზადებასთან ერთად სპორტსმენების ფსიქოლოგიურ  მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ამიტომაც არის, რომ   სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ბევრ გუნდსა თუ ნაკრებს თავისი ფსიქოლოგი ჰყავს. თუ რა როლი აკისრია ფსიქოლოგიას სპორტში,  რა არის სპორტის ფსიქოლოგია? როგორია სპორტსმენების მომზადების ფსიქოლოგიური თავისებურებები, ამის თაობაზე ფსიქოლოგი მირანდა კალატოზი გვესაუბრება.

 

ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 00:00

ტორპედოს ,,ქამ–ბექი" იმერულ დერბში

ქუთაისის ,,ტორპედომ" ევროთასებზე გამოსვლა ,,ლუდოგორეცთან" მარცხით (0:1, 0:4) დაასრულა და ეროვნულ ლიგაზე გადაერთო. 2 სექტემბერს ქუთაისელებმა  23-ე ტურის მატჩში  საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხეს  "სამტრედია".

შეხვედრა ქუთაისელებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო. 23-ე წუთისთვის სამტრედიელები გიორგი ფანცულაიას დუბლით 2:0–ს იგებდნენ.

ტორპედო ლუდოგორეცთან საბრძოლველად ემზადება  

 დღეს ქუთაისის ,,ტორპედო“  ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში რაზგრადში, "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის  დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის  პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივრებს  ,,სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ.

17–19 აგვისტოს ლიტვის ქალაქ ტრაკაიში ჩატარდა ლიტვის  ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის  6 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია, ბელორუსი, ფინეთი, პოლონეთი და საქართველო. ჩემპიონატში  წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა სპორტსმენმა გიორგი კანთელაძემ, რომელმაც მსუბუქ წონაში ლიტველ მეწყვილესთან ერთობლივი ეკიპაჟით, ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით მედალი მოიპოვა.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…