დავით კოხრეიძე

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტის მისამართი: http://https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–8 ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ" სამტრედიაში თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და მეტქოე 2:1 დაამარცხა.

29-31 მარტს ბათუმის სპორტული სკოლის დარბაზმა   ჰოკეი 5–ში გოგონათა და ჭაბუკთა გუნდებს შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. პირველი წრის შემდეგ გათამაშებას ქუთაისის ჭაბუკთა და აბაშის გოგონათა გუნდები ლიდერობენ.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს მიმდინარე რეაბილიტაციის გამო დღეს  ,,ტორპედომ“ ,,რუსთავს“ სამტრედიაში ,,ეროსი მანგალაძეზე“ უმასპინძლა. ძლიერი ქარის თანხლებით გამართული შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ,,აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 52:3 დასრულდა.

ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 00:00

ტორპედოს შესანიშნავი სტარტი

ქუთაისის ,,ტორპედომ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგია შესანიშნავად დაიწყო. კახა ჩხეტიანის გუნდმა სასტარტო შეხვედრაში საკუთარ არენაზე ბოლნისის ,,სიონი" დაამარცხა 3:2, გუშინ კი მეორე ტურის მატჩში სტუმრად ბათუმის ,,დინამოს" აჯობა–2:0. ქუთაისელებმა კვლავ კომბინაციური და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს. მე–17 წუთზე თენგიზ წიქარიძის გადაცემის შემდეგ ,,ტორპედოს" უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდ აზაცკიმ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის პასი ბუდუ ზივზივაძემ გამოიყენა და ოფიციალურ შეხვედრაში ,,ტორპედოს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და ,,ტორპედომ" მეტოქე 2:0 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისური გუნდი საქართველოს ჩემპიონატში 256 დღის წინ, გასული წლის 23 ივნისს მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" დამარცხდა.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…