ვიბრძოლეთ, მაგრამ იტალიასთან ისევ წავაგეთ
დიდი ხანი ემზადებოდა საქართველოს ნაკრების მისთვის ესოდენ პრინციპული დაპირისპირებისთვის, დიდი ხანი მოუთმენლად ელოდებოდა ქართული რაგბის ქომაგი იტალიასთან ,,წლის მატჩს“. სხვათა შორის, ტექნიკური პრობლემის გამო საქართველოს ჰიმნი ვერ შესრულდა, მაგრამ ,,არტემიო ფრანკზე” შეკრებილმა ქართველმა გულშემატკივრებმა მუსიკის გარეშე დააგუგუნეს საქართველოს ჰიმნი.
ფოტო გადაღებულია, ქუთაისში "აია არენაზე" აია"-ს ჭაბუკებსა და ირლანდიის "coolmin" ჭაბუკებს ამხანაგურ შეხვედრაზე.
დღეს ,,აია არენას“ სათადარიგო მოედანზე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, ქუთაისის ,,აიას“ 16 წლამდელთა გუნდმა დუბლინის RFC U16–ს უმასპინძლა. ირლანდიური გუნდი საქართველოში ,,აიასა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი მორაგბის ნიკა აბდალაძის ინიციატივით ჩამოვიდა.
დიდი 10-ის 8 სექტემბრის მეორე მატჩიც პირველივით დრამატული აღმოჩნდა. მარნეულის ‘არმაზი’ ქუთაისში ‘აიას’ ბოლო წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე ლელო გაუშვა და 27:31 დამარცხდა.
ავთანდილ ჩოგოვაძე – 70
თანამედროვე სპორტში თითქმის წარმოუდგენელია, რომ სპორტსმენმა კარიერა 25 წლის ასაკში დაიწყოს და პროფესიონალურ დონეზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. არადა, წლების წინ,როცა ქალაქ ქუთაისში რაგბი ფეხს იდგამდა, ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქუთაისური რაგბის ფუძემდებლები გოგი ყუფარაძე და შაკო ქურციკიძე სპორტსმენებს კარდაკარ ეძებდნენ და რაგბის კლუბს აყალიბებდნენ. მათ მიერ ჩაყრილ საფუძველზე კი მოგვიანებით ისეთი გუნდი ,,აღმოცენდა“, რომელიც წლების მანძილზე საბჭოთა კავშირში უმაღლეს პოზიციებს არ თმობდა...
სწორედ ასე,შემთხვევით, 25 წლის ასაკში დაიწყო რაგბის თამაში ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა ავთანდილ ჩოგოვაძემ, რომელიც მალევე ქუთაისური გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა და ,,აიას“ (იმდროინდელი ,,სალხმშენი“) წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. გუნდთან ერთან მან ჯერ სსრკს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, შემდეგ კი სსრკ–ს ვერცხლის მედალოსანი გახდა. ბატონ ავთანდილს 5 სექტემბერს 70 წელი უსრულდება, ვულოცავთ მას 70 წლის იუბილეს , ქვემოთ კი გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.