
დავით კოხრეიძე
მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში
ტორპედო საბურთალოსთან დამარცხდა
ტურის ცენტრალური მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც საქართველოს თასის მფლობელი "ტორპედო" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
ზაალ ჩაჩავა ,,ტორპედოდან" წასვლას არ გამორიცხავს
დიდი ხანია კულუარებში ქუთაისის ,ტორპედოს" ფინანსური პრობლემების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა პრობლემა იმდენად გამწვავდა, გუნდში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ღიად ალაპარაკდნენ. გუნდში ორი თვის ხელფასები არ დარიგებულა და დავალიანების გასტუმრების პერსპექტივაც ბუნდოვანია.
ირაკლი წოწონავას სახელობის ტურნირი
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა ირაკლი წოწონავას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე–7 ტრადიციული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა (2007-2008, 2009-2010წწ) შორის.
ტორპედომ ლოკომოტივი დაამარცხა
ქუთაისის ,,ტორპედოში" ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელებს 2 თვის ხელფასები არ აუღიათ. რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი ,,ტორპედოსგან" წარმატებულ თამაშს არ ელოდა, მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისის ,,ლოკომოტივთან" მე–12 ტურის შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯა და 3:1 გაიმარჯვა.
ქუთაისელებმა დებიუტშივე მოიპოვეს უპირატესობა. მე–12 წუთზე ამბროსი ჩაჩუას პასის შემდეგ, შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ნოდარ ქავთარაძემ ერთი შესხებით გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. ორიოდე წუთში ,,ლოკომოტივის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ პანანკას სტილში გაიტანა.
კახა ჩხეტიანის გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. 62–ე წუთზე თავი რიჩარდ ლუკამ გამოიჩინა. თბილისელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. 81–ე ქუთაისელებს თემურ შონიამ გაუტანა.
დღის მეორე შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა, აუტსაიდერმა ,,რუსთავმა" 3:1 დაამარცხა ლიდერი ,,საბურთალო". არასრული მე–12 ტურის შემდეგ ,,ტორპედო" 23 ქულით მე–2 ადგილზეა.
ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია. ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ეს დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 578 ქულით ფინალშიც შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მდგომთაგან ოთხივეს - ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას, უნგრელ ვერონიკა მაიორის და კორეელ მინჯუნ კიმის უკვე ჰქონდათ საგზურები (თავად ტურნირი კორეელმა მოიგო 154.0 ქულით).
ქალთა ტურნირში ჩვენი მეორე მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა.