დავით კოხრეიძე
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ 16 ივლისს, 16:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის ანალიტიკური სისტემა ოფიციალურად გადაეცემათ.
კლიმიაშვილი მარტვილიდან რუსთავში
საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავმა“ დათა სიჭინავას შემდე კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი ირაკლი კლიმიაშვილი დაიბრუნა.
პარკერის 20 მილიონიანი კონტრაქტი ,,ჩიკაგო ბულსში“
,,ჩიკაგო ბულსის“ მორიგი ახალწვეული პოზიციით ფორვარდი ჯაბარი პარკერი გახდა. კალათბურთელმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამერიკული საინფორმაციო წყაროების ცნობით პარკერი სეზონშო 20 მილიონ დოლარს მიიღებს.
პარკერი 4 წლის განმავლობაში ,,მილუოკში“ თამაშობდა, სადაც საშუალოდ 30,7 წუთში 15,3 ქულას, 5,5 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა
ზლადკო დალიჩი: ხორვატიის წარმატება საქართველოსთვის კარგი სიგნალი უნდა იყოს
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩს შემდეგ, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4;2 დაამარცხა. ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მატჩისშემდგომ კომენტარში საქართველოც მოიხსენია. "ჩვენს ავტობუსს აწერია: "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნებებით". საკუთარი წარმატების უნდა გჯეროდეს.. ეს უნდა იყოს სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან ხორვატია და იგივე საქართველო,“
.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ციფრებში
გოლები - გატანილი გოლები: 169 გოლი, საშუალოდ მატჩში: 2.64. 2 ჰეთ-თრიკი – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ჰარი კეინი (ინგლისი). 10 დუბლი – რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 2, ჰარი კეინი (ინგლისი), დიეგო კოშტა (ესპანეთი), დენის ჩერიშევი (რუსეთი), ედენ აზარი (ბელგია), აჰმედ მუსა (ნიგერია), ჯონ სტოუნზი (ინგლისი), ედინსონ კავანი (ურუგვაი), კილიან მბაპე (საფრანგეთი).
დანიშნული პენალტი: 29
გატანილი პენალტი: 22